TOP-NEWS.GE / ხარაგაულში მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 50-კილომეტრიანი მონაკვეთიდან 25 კილომეტრი უკვე დაიგო

ხარაგაულში მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 50-კილომეტრიანი მონაკვეთიდან 25 კილომეტრი უკვე დაიგო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი მოლითი–წიფა–ფონა–ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო. საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება. გზა უკვე მოასფალტებულია სოფელ წიფამდე, ხოლო სამუშაოები გრძელდება ფონა–ჩუმათელეთის მიმართულებით.

ხარაგაულის მერიის ინფორმაციით, გზის დარჩენილ მონაკვეთზე მოსამზადებელი და საფუძვლის მოწყობის სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია და მონაკვეთი ეტაპობრივად მზადდება ასფალტის საფარის დასაგებად. განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას, გაზრდის ხელმისაწვდომობას და განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

მერის შეფასებით, მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები არა მხოლოდ გადაადგილების გამარტივებას ემსახურება, არამედ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სოფლების სიცოცხლისუნარიანობაზე, ეკონომიკურ აქტივობასა და მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

50-კილომეტრიანი პროექტის პირველი ეტაპი — ძირულა–მოლითის 25-კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე დასრულებულია.

გუშინ, 22:53
უკან დაბრუნება