ქუთაისში, "შენგელია არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე "დრიფტ შოუ" გაიმართა.
ღონისძიება ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და „BMW"-ს ოფიციალური ფედერაციის ორგანიზებით მოეწყო. შოუში 200-მდე მრბოლელი მონაწილეობდა.
"დრიფტ შოუს" ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.