ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალი - გ. დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლა ახალი საკონცერტო პროგრამით იმერეთის მასშტაბით ტურნეს განაგრძობს.
ამჯერად სკოლას თერჯოლის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ სკოლის საკონცერტო ჯგუფები ქორეოგრაფიული და ფოლკლორული მიმართულებით. კონცერტს სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მომდევნო კონცერტი 11 მაისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაიმართება. პროექტის მხარდამჭერია იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.