ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია და მოადგილე დავით ნიშნიანიძე ქუთაისის საპატიო მოქალაქეს, გერმანელ ექიმს მარტინ აიკეს შეხვდნენ.
მარტინ აიკეს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება, მერიასთან არსებული პატივგებისა და სახელდების მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციითა და ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, ქუთაისისთვის გაწეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის, 2 მაისს მიენიჭა.
გერმანიის ქალაქ იდარ-ობერშტანის ნევროლოგიის კლინიკის ექიმის მარტინ აიკეს მხარდაჭერითა და თანადგომით, ათეულობით ქუთაისელმა ახალგაზრდა ექიმმა მიიღო პროფესიული განათლება და აიმაღლა კვალიფიკაცია გერმანიის ცნობილ კლინიკებში.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გერმანელ ექიმს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი სიგელი გადასცეს.