ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ადგილობრივ წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მირიან მაისურაძეს, ტირანაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს თავისუფალ ჭიდაობაში და ლუკა მაისურაძეს საქართველოს ჩემპიონს ქვიშის ჭიდაობაში, მნიშვნელოვანი მიღწევები მიულოცეს.
შეხვედრის ფარგლებში, დავით ლობჟანიძემ ხაზი გაუსვა სპორტსმენების შრომას და აღნიშნა, რომ მსგავსი წარმატებები ხელს უწყობს ონში სპორტის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
სპორტსმენებს, მიღწეული შედეგებისთვის, მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ონის მუნიციპალიტეტის მერია კვლავ აგრძელებს ადგილობრივი ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერასა და წახალისებას.