ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესების შესწავლის მიზნით, სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული შესაბამისი სპეციალისტები, მათ შორის საპროექტო სამსახურის წარმომადგენლები და გეოლოგები-ინფორმაციას ამის შესახებ ონის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ გაწმენდილია; უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.
"ტერიტორიაზე ასევე აქტიურად მუშაობენ მეკლდეურები, მობილიზებულია სპეციალური მძიმე ტექნიკა; ადგილზე იმყოფებიან როგორც კონტრაქტორი კომპანიის, ისე საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება,"-აცხადებენ ონის მერიაში.