TOP-NEWS.GE / ქუთაისში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების რეაბილიტირებული მემორიალი გაიხსნა

ქუთაისში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების რეაბილიტირებული მემორიალი გაიხსნა

ქუთაისში, საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით 2008 წლის ომში დაღუპულ გმირთა ახლად რეაბილიტირებული მემორიალი გაიხსნა.

განახლებული მემორიალი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა ბესიკ გოფოძემ და გრიგოლ დალაქიშვილმა, ქუთაისის მერთან დავით ერემეიშვილთან, საქართველოს პარლამენტში ქუთაისის დელეგატთან ზაზა ლომინაძესთან, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ჭიღვარიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

მემორიალთან იმყოფებოდნენ ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სტუდენტები.

2008 წლის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი სრულად განახლდა, განთავსდა აგვისტოს ომში დაღუპული გმირებისადმი მიძღვნილი სიმბოლური ქანდაკება, რომლის ავტორია მოქანდაკე გიორგი კიკვაძე. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

დღეს, 13:48
უკან დაბრუნება