ფრენბურთის კლუბი "ცაგერი" საქართველოს ჩემპიონია.
თბილისში ჩატარდა ფრენბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა მამაკაცთა გუნდებს შორის, სადაც
ერთმანეთს ბათუმის და ცაგერის გუნდები დაუპირისპირდნენ.
ფრენბურთის კლუბმა "ცაგერი" (დირექტორი გია სილაგაძე, მწვრთნელები- თემურ ჭაბუკიანი და დათო ლიპარტელიანი) ანგარიშით, 3:00 გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
ფინალურ შეხვედრას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე ესწრებოდნენ.