TOP-NEWS.GE / ქუთაისში „ნინოშვილის სკვერის" რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისში „ნინოშვილის სკვერის" რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისში „ნინოშვილის სკვერის" რეაბილიტაცია დასრულდა. 
განახლებულ სარეკრეაციო სივრცეში  მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მინი-მოედანი. განახლდა  შადრევანი,  სარწყავი და სანიაღვრე სისტემები, გაკეთდა თანამედროვე განათება.


მრავალფეროვანი გახდა პარკის დენდროლოგიური ნაწილი, დაირგო ახალი  და მოწესრიგდა უკვე არსებული მრავალწლოვანი მცენარეები. სკვერი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

პარკის  რეაბილიტაცია  1 250  736 ლარი დაჯდა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  დაფინანსდა.

20-09-2023, 11:07
უკან დაბრუნება