"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი" წარმოების პროცესის გაჩერებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
"ვეხმაურებით ჭიათურაში გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომლის მიხედვითაც იგეგმება წარმოების პროცესის გაჩერება.
ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ ეს არის მორიგი ყალბი ინფორმაცია, რომელსაც მიზანმიმართულად ავრცელებს საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი რადიკალური ჯგუფი.
საყურადღებოა, რომ აღნიშნული ყალბი ინფორმაცია ვრცლდება იმ ფონზე, როდესაც ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს 2026–2030 წლების წარმოების განვითარების გეგმაზე.
კომპანიაში დასაქმებულებს გთხოვთ, არ აყვეთ მართული, რადიკალური ჯგუფის დესტრუქციულ ქმედებებს და ენდეთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს,"-აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი" მუნიციპალიტეტში არსებულ მაღაროებს მართავს.