TOP-NEWS.GE / სამტრედიის შემდეგ ტყიბული-მასშტაბური სოციალური პროგრამა ამჯერად ტყიბულში ამოქმედდა

სამტრედიის შემდეგ ტყიბული-მასშტაბური სოციალური პროგრამა ამჯერად ტყიბულში ამოქმედდა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, დავით კუბლაშვილისა და საკრებულოს თავმჯდომარის, იზოლდა ნემსაძის ინიციატივით, ადგილობრივ სოციალურ პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა - გაიზარდა ახალშობილთათვის განკუთვნილი ფულადი დახმარება.
პირველი, მეორე და მესამე შვილის დაბადების შემთხვევაში ოჯახი ერთჯერადად მიიღებს 1000 ლარს, მეოთხე  შვილის შემთხვევაში - 4000 ლარს, ხოლო მეხუთე და ყოველი მომდევნო შვილის დაბადებისას მშობლებს 5000 ლარი გადაეცემათ.

სავალდებულოა, რომ ახალშობილი და ორივე მშობელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის რეგისტრირებული და ფაქტობრივი მაცხოვრებელი იყოს.

"აღნიშნული ინიციატივა, წარმოაჩენს ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალურ პასუხისმგებლობას და მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას. დადგენილება, დღეს გამართულ საკრებულოს გეგმიურ სხდომაზე, სრული მხარდაჭერით მიიღეს,"-ნათქვამია ტყიბულის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის მასშტაბური სოციალური პროგრამა მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან უკვე ამოქმედდა სამტრედიაში. სამტრედიის მერის ინიციატივით, პირველი და ყოველი შემდეგი შვილის მშობლები ერთჯერადად, 2000 ლარს მიიღებენ. 

გუშინ, 22:25
უკან დაბრუნება