TOP-NEWS.GE / საჩხერეში, სოფელ სავანეში წიგნის ბაზრობა გაიმართება

საჩხერეში, სოფელ სავანეში წიგნის ბაზრობა გაიმართება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარე წლის 1 მაიისს, სოფელ სავანეში, აკაკი წერეთლის ძიძისეულ კარმიდამოში, გაიმართება საქართველოს კულტურის სამინისტროს, "შემოქმედებითი საქართველო"-სა და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი პროექტი ,,წიგნის ბაზრობა საჩხერეში.“
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ავტორებთან შეხვედრები და მრავალფეროვანი ღონისძიებები!  

თქვენთან შესახვედრად ემზადებიან:  ელფის გამომცმელობა, წიგნი+ერი, მემორია, ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა ბუქმენი, ჩემი გამომცემლობა, საქწიგნი, გამომცემლობა აქტი, გამომცემლობა ჭიამაია, გამომცემლობა-ბიო 

 ავტორები: ირმა ბერიძე, არსენ გვენეტაძე, ცირა ოქროპირიძე, მორის როსტიაშვილი, გივი ჩიღვინაძე, დავით ხარატიშვილი, ქეთევან დოლიძე, გიორგი ჭაუჭიძე, ხათუნა გოგალაძე, ნინო უძილაური, მარინა თექთუმანიძე, პატრიცია დელონი.

 ასევე ჩატარდება საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული კონკურსების „1700 წელი რწმენის გზაზე-შენი ისტორია“; „1700-რწმენა, ისტორია, მომავალი“;  ,,წმინდა ნინოს შემოსვლა საქართველოში“ გამარჯვებულთა დაჯილდოება.

გუშინ, 10:41
უკან დაბრუნება