TOP-NEWS.GE / სლოვაკეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლები იმერეთის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

სლოვაკეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლები იმერეთის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

სლოვაკური კერძო ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისა და  DMO იმერეთის წევრებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

 შეხვედრის მიზანს მხარეებს შორის უშუალო კომუნიკაციის დამყარება, გამოცდილების გაზიარება და იმერეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის სლოვაკეთის ბაზრისთვის გაცნობა წარმოადგენდა.

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირდაპირი ფრენის არსებობასა და აღნიშნული მიმართულების შემდგომ გამყარებას, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის როგორც ტურიზმის, ისე ბიზნესთანამშრომლობის განვითარებისთვის. მომავალში დაგეგმილია უფრო კონკრეტული შეხვედრები და კონსულტაციები, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი და სლოვაკური კერძო სექტორის შორის კომუნიკაციის ინტენსიურ განვითარებას და მყარი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას,"-აცხადებენ DMO იმერეთში. 

23-04-2026, 22:41
უკან დაბრუნება