TOP-NEWS.GE / ქუთაისში გამოფენა-"მამები და შვილები-თაობათა დიალოგი" გაიხსნა

ქუთაისში გამოფენა-"მამები და შვილები-თაობათა დიალოგი" გაიხსნა

ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალში - დავით კაკაბაძის სახელობის სახვით ხელოვნების გალერეაში გამოფენა-"მამები და შვილები - თაობათა დიალოგი“ გაიხსნა. 

 გამოფენა  პროექტის- "რენოვაცია“ ფარგლებშია წარმოდგენილი და აერთიანებს  სხვადასხვა თაობის მხატვრებს - მამებსა და შვილებს, მასწავლებლებსა და მათ შემოქმედებით მემკვიდრეებს.

გამოფენის გახსნაზე სტუმრად იმყოფებოდნენ ექსპოზიციაში წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორები. გალერეის დირექტორმა, ელისო ჩოგოვაძემ მათ  გამოფენაში მონაწილეობისთვის და თაობათა შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული შემოქმედებითი წვლილისთვის სიგელები გადასცა.

 გამოფენა  დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის 50 წლის იუბილეს  ეძღვნება და მაისის ბოლომდე გაგრძელდება.

დღეს, 15:06
უკან დაბრუნება