ქუთაისის მერია ქალაქის მთავარი დღესასწაულის-"გვირილობის" აღსანიშნავად ემზადება. ღონისძიება 2 მაისს შედგება და როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, პროგრამა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.
"ქუთაისობის" ფარგლებში გაიმართება ქალაქის დალოცვის ღონისძიება, ქუთაისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვება, დამეგობრებული ქალაქებიდან დელეგაციების მასპინძლობა და საზეიმო კონცერტი.
როგორც ქალაქის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, სურთ "გვირილობა" მასშტაბური და დასამახსოვრებელი იყოს.