TOP-NEWS.GE / ხარაგაულის სოფელ ბორითში სპორტული სივრცე მოეწყო

ხარაგაულის სოფელ ბორითში სპორტული სივრცე მოეწყო

ხარაგაულის სოფელ ბორითში ახალი ღია სპორტული სივრცე მოეწყო.

პროექტი ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

მერიის ინფორმაციით, ახალი სივრცე აღჭურვილია თანამედროვე ტრენაჟორებით და გათვლილია სხვადასხვა ასაკისა და ფიზიკური შესაძლებლობის მქონე ადამიანზე, რაც ადგილობრივებს აქტიური დასვენებისა და ვარჯიშის შესაძლებლობას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ ბორითი ერთ-ერთია იმ ექვს ადმინისტრაციულ ერთეულს შორის, სადაც მსგავსი ტიპის სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყო.

პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 76 000 ლარი შეადგინა.

"ხარაგაულის მერია მომავალშიც განაგრძობს მსგავსი პროექტების განხორციელებას მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში,"-აცხადებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში. 

16-04-2026, 10:27
უკან დაბრუნება