ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძემ საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძესთან ერთად, სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირს და ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადასცეს.
ნობათი მიეწოდა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს, რომლებიც დღის ბოლომდე დაურიგებენ სააღდგომო ნობათს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, მათ ვისაც განსაკუთრებული ზრუნვა და ყურადღება სჭირდებათ. აღნიშნული აქცია ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველწლიურად ხორციელდება.