TOP-NEWS.GE / საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სააღდგომოდ დამატებითი ავიარეისები დანიშნა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სააღდგომოდ დამატებითი ავიარეისები დანიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ აღდგომის ბრწყინვალედღესასწაულთან დაკავშირებით, მესტიის მიმართულებით დამატებით 4 ავიარეისი დანიშნა.

 დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 9 -14 აპრილის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:

9 აპრილი: ნატახტარი - მესტია, გაფრენა -16:00 საათზე, მესტია-ნახატხარი გაფრენა - 17:20 საათზე

14 აპრილი: ნატახტარი - მესტია,  გაფრენა - 16:00საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა - 17:20 საათზე.

 შეგახსენებთ, 1 გზის ბილეთის ღირებულებანატახტარი-მესტიის მიმართულებით - 90 ლარსშეადგენს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება. 

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე: https://www.airports.ge/flight/list?page=2

 

გუშინ, 13:31
უკან დაბრუნება