TOP-NEWS.GE / საჩხერეში, ამბროლაურში, ლენტეხსა და სოფელ ორბელში რაგბის მოედნების მშენებლობა იწყება

საჩხერეში, ამბროლაურში, ლენტეხსა და სოფელ ორბელში რაგბის მოედნების მშენებლობა იწყება

მუნიციპალური განვითარების ფონდი ამბროლაურში, საჩხერეში, ლენტეხსა და ცაგერის სოფელ ორბელში მსოფლიო რაგბის სტანდარტების სტადიონების მშენებლობას იწყებს. 

სტადიონები იქნება ხელოვნურსაფარიანი, 300 მაყურებელზე ტრიბუნებით, განათებით, გასახდელებითა და სამედიცინო ოთახებით. უსაფრთხო და ადაპტირებული ყველა მაყურებლისთვის.

ფონდი აგრეთვე ააშენებს 8 ხელოვნურსაფარიან და რამდენიმე ბუნებრივსაფარიან სტადიონს, რითაც განვითარდება სარაგბო ინფრასტრუქტურა და გაძლიერდება ჯანსაღი ცხოვრების წესის კულტურა. 

გუშინ, 13:23
უკან დაბრუნება