TOP-NEWS.GE / 81 წლის ქალბატონი, რომელსაც სოფელ დერჩში ეძებდნენ, ქუთაისში იპოვეს და საკუთარ სახლში დააბრუნეს

81 წლის ქალბატონი, რომელსაც სოფელ დერჩში ეძებდნენ, ქუთაისში იპოვეს და საკუთარ სახლში დააბრუნეს

ხანდაზმული ქალბატონი, რომელიც ქუთაისის ქუჩებში დადიოდა და დახმარებას ითხოვდა, საკუთარ სახლშია და თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

81 წლის ქალბატონი წყალტუბოს სოფელ დერჩიდან არის. ოჯახის წევრები და დერჩში წყალტუბოს მერის წარმომადგენელი ხათუნა წერეთელი მას დღის განმავლობაში სოფელში ეძებდნენ. ქალბატონის ადგილსამყოფელი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სოციალურ ქსელში შემდეგი ხასიათის პოსტი და ქალბატონის ფოტოები გავრცელდა. 

“დღეს ქუთაისში მოხუცი ბებო დადიოდა და ითხოვდა სადმე ბინის ქირაობას, მაგრამ არის აგრესიული, არ მეუბნება სახელს  და გვარს. მხოლოდ ის მითხრა, რომ არის ლეჩხუმიდან, დერჩიდან. ავტვირთავ ფოტოსაც, იქნებ ოჯახის წევრმა ან ნათესავმა ნახოს ფოტო და იცნოს,”-ნათქვამი იყო პოსტში.

აღნიშნული პოსტის განთავსების შემდეგ, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ნიკა აფხაძის, სოფელ დერჩში წყალტუბოს მერის წარმომადგენლის ხათუნა წერეთლისა და პოლიციის ჩართულობით, ქალბატონი საკუთარ სახლში დაბრუნდა. 

“მთელ სოფელში ვეძებდით დღეს. დილით ავტობუსს გამოყვა ისე, რომ არავინ იცოდა და მერე ავტობუსმა გაასწრო. ახლა საკუთარ სახლშია, საიმედო ხელში და კარგად გრძნობს თავს. რაც სჭირდებოდა ყველაფერი შევუძინეთ. მზრუნველი ოჯახი ყავს და არაფერი მოაკლდება,”-ამბობს ხათუნა წერეთელი.

5-04-2026, 23:01
უკან დაბრუნება