რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასაფლაოებისა და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება გრძელდება.
მიმდინარეობს გზებზე პრობლემური მონაკვეთების მოხრეშვაც.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2 აპრილს რეგიონში მასშტაბური დასუფთავების აქციები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც წესრიგდება, როგორც ქალაქების ისე სოფლების სხვადასხვა ტერიტორიები. პროცესში ერთობლივი ძალებით ჩართული არიან სახელმწიფო უწყებები, მერების წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და ადგილობრივი მოსახლეობა.
გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, დასუფთავების პროცესი აქტიურად გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.