TOP-NEWS.GE / რა ბედი ეწევა მეწყერის შედეგად დაზიანებულ ქუთაისი-ტყიბულის გზას?

რა ბედი ეწევა მეწყერის შედეგად დაზიანებულ ქუთაისი-ტყიბულის გზას?

ამ დრომდე კვლავ დაკეტილი რჩება ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, დაზიანებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის ეკიპაჟები.

საავტომობილო გზა 12 მარტს, გამთენიისას, სოფელ კურსებში განვითარებულმა მეწყრულმა მოვლენებმა დააზიანა. 

ამ დროისთვის ავტოტრანსპორტი სოფელ მაღაროს გავლით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით მოძრაობს.

რა ბედი ეწევა მოცემულ გზას, ამ ეტაპზე აღნიშნული უცნობია. 

გუშინ, 18:01
უკან დაბრუნება