უბედური შემთხვევა ბაღდათის სოფელ როკითში.
არსებული ინფორმაციით, 55 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც სოფელ დიმის მკვიდრია, სოფელ როკითის ტერიტორიაზე, ხიდიდან მდინარეში გადახტა და გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ. მომხდარის გამომწვევი მიზეზი უცნობია.