ქუთაისის მერიის შპს „ქართული ტრადიციები 2011“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს.
“აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2026 წლის 11 აპრილს, შაბათს, დილის 07:00 საათიდან, საქალაქო სასაფლაოების ცენტრალურ და შიდა გზებზე განხორციელდება დასუფთავების და გაწმენდითი სამუშაოები, რომლის შესრულებისას გამოყენებული იქნება სპეციალური მძიმე ტექნიკა.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დღის განმავლობაში, სასაფლაოების შიდა ტერიტორიაზე ავტომანქანებით გადაადგილება დროებით აიკრძალება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება და დაგეგმოთ გადაადგილება შესაბამისად,”-ნათქვამია შპს „ქართული ტრადიციები 2011“-ის ადმინისტრაციის განცხადებაში.