ქუთაისში ტრადიციული კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა, რომელსაც პირველმა საჯარო სკოლამ უმასპინძლა.
კონკურსის ორგანიზებას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილება უწევდა, ხოლო ჩატარება ა(ა)იპ "ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" განათლების განყოფილებამ უზრუნველყო.
კალიგრაფიის კონკურსის მიმდინარეობას დაესწრო და კონკურსანტებს წარმატებები უსურვა ქუთაისის მერის მოადგილემ შალვა მშვილდაძემ.
წელს კალიგრაფიის კონკურსზე 200- მდე კონკურსანტი იყო დარეგისტრირებული, რომლებიც გადანაწილებული იყვნენ სხვადასხვა საკონკურსო კატეგორიებში:
1. ქ. ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების - /VIII-XII/ კლასის მოსწავლეები;
2. პედაგოგები სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებიდან;
3. სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის დაინტერესებული პირები;
კონკურსის შედეგად სამივე კატეგორიაში გამოვლინდებიან I II III ადგილის მფლობელები და ჟიურის რჩეულები. გამარჯვებულებს გამოავლენს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დამტკიცებული კომისია.
დაჯილდოება და კონკურსში მონაწილეთა მიერ შექმნილი საუკეთესო კალიგრაფიული ნაშრომების გამოფენა 14 აპრილს, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში მოხდება.