მოსახლეობა ტყიბული-ქუთაისის სამგზავრო მატარებლის აღდგენას ითხოვს და “საქართველოს რკინიგზას” მიმართავს:
“გთხოვთ აღადგინოთ ტყიბული-ქუთაისის სამგზავრო მატარებელი, რადგანაც სოფელ კურსებში განვითარებული მეწყერული პროცესების გამო, თითქმის შეუძლებელია მოსახლეობის ნორმალური გადაადგილება. სამგზავრო მატარებლის ამოქმედება დიდი შვება იქნება მოსახლეობისათვის,”-ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.
“მთავრობამ უნდა იზრუნოს. საშინელ დღეშია ხალხი, უჭირთ გადაადგილება. ვინმემ უნდა ითაოს და გაკეთდება”.
“თუ ორპირამდე არის რკინიგზის რელსები, არ მოუპარავთ, დიდი შვება იქნება ასე გაწვალებული მოსახლეობისათვის. აღდგომა კარს მოგვადგა. მშვიდობით გაუთენე ყოველივე ოჯახს. დიდი საჩუქარი იქნება თუ ამას აუსრულებთ”.