ქუთაისში ფორუმი-“ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის - ქუთაისი“ გაიმართა.
ფორუმი განსხვავებული აზრების შეჯერებას და ქვეყნის მომავალზე საერთო ხედვის შემუშავებას მიეძღვნა.
მონაწილეებმა იმსჯელეს სახელმწიფოს როლზე, მოქალაქისა და ხელისუფლების ურთიერთობაზე, ქვეყნის ღირებულებებსა და საქართველოს, იმერეთისა და ქუთაისის ადგილზე მსოფლიოში.