TOP-NEWS.GE / გაფრთხილება მძღოლებს: თავი შეიკავეთ “სტაიანშიკებისათვის” ფულის გადაცემაზე

გაფრთხილება მძღოლებს: თავი შეიკავეთ “სტაიანშიკებისათვის” ფულის გადაცემაზე

ქუთაისის მერიის შპს “პარკინგსერვისი”, რომლის ფუნქციას ქალაქში პარკირების ადგილების მოწესრიგება წარმოადგენს, განცხადებას ავრცელებს: 

“ქალაქის ფასიან სადგომებზე ხშირად დგანან ე.წ. „სტაიანშიკები“, რომლებიც უკანონოდ სთხოვენ მძღოლებს თანხას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

🔹„პარკინგსერვისს“ არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ პირებთან.

🔹 პარკირების საფასურის გადახდა ხდება სწრაფი გადახდის აპარატებით, მობილ ბანკით, ბანკის ფილიალებში ან “პარკინგსერვისის” ოფისში.

🔹 “სტაიანშიკებთან” ფულადი ანგარიშსწორება არ არის სავალდებულო. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ მსგავს სიტუაციაში თავი შეიკავონ ფულის გადაცემისაგან,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

26-03-2026, 13:21
უკან დაბრუნება