TOP-NEWS.GE / ვანში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

ვანში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში აქცია „სისხლის უანგარო დონაცია“ გაიმართა. 
აქციაში მონაწილეობა ვანის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებმა, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა და სხვა მოხალისე პირებმა მიიღეს.

პროცესი ექიმების მეთვალყურეობით მიმდინარეობდა.

ააიპ „სისხლის ცენტრის“ ინიციატივით და ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, აღნიშნული აქცია ყოველწლიურად იმართება და გაღებული სისხლი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ჰოსპიტალს გადაეცემა.

25-03-2026, 14:56
უკან დაბრუნება