ოჯახი 75 წლის მამაკაცს ეძებს, რომელიც 15 მარტს თბილისიდან, სახლიდან გავიდა და ბოლოს ონში ნახეს.
“15 მარტს, გამთენიისას გავიდა სახლიდან (თბილისი). ბოლოს ნანახია რაჭაში, ონში.
გთხოვთ დაგვეხმაროთ, ვეძებთ საქართველოს მასშტაბით. ძებნაში ჩართულია საპატრულო და სამძებრო სამსახურიც. გოგი გაგნიძე-დაბადებული: 1951 წელს (75 წლის), სიმაღლე: დაახლოებით 1.70 მ, აცვია ნაცრისფერი ქურთუკი, თავზე შავი კეპი. უჭირს გამართულად სიარული, კოჭლობს მარჯვენა ფეხით.
ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს გთხოვთ დაგვიკავშირდით:
595 076 677,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.