TOP-NEWS.GE / “ერთად და ერთობით დავემშვიოდობოთ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ "ერთობისთვის დაუღალავად მებრძოლ მოციქულს”

“ერთად და ერთობით დავემშვიოდობოთ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ "ერთობისთვის დაუღალავად მებრძოლ მოციქულს”

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია განცხადებას ავრცელებს და მრევლს მიმართავს: 

“ჩვენი ქვეყნის ყოველი მოქალაქე ადევნებს თვალს თუ როგორი გულმხურვალებითა და დიდი სიყვარულით ემშვიდობება ერი ღირსეულ მამამთავარს.

ყოველდღიური პანაშვიდებისაგან განსხვავებით, დაკრძალვის დღე კიდევ უფრო მეტად გადატვირთული და შეზღუდვებით სავსე იქნება. 

აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება: კვირას, წირვის შემდეგ, 13 საათიდან, მთელი ეპარქიიდან ღვთისმსახურები და საერო საზოგადოება შევიკრიბოთ ჭიათურის ცენტრში არსებულ დიდ მონიტორთან. 

ეპარქიიისა და ადგილობრივი ხელისუფლების შეთანხმებით დილიდან ჩართული იქნება პირდაპირი ტრანსლაცია გახმოვანებით. საჭიროების შემთხვევაში, თხოვნის საფუძველზე, შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა. 

ერთად და ერთობით დავემშვიოდობოთ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ "ერთობისთვის დაუღალავად მებრძოლ მოციქულს",-ნათქვამია განცხადებაში. 

პატრიარქს 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. 

21-03-2026, 10:20
უკან დაბრუნება