TOP-NEWS.GE / ინფორმაცია იმერეთიდან თბილისში, პატრიარქის პანაშვიდზე გადაადგილების მსურველებისთვის

ინფორმაცია იმერეთიდან თბილისში, პატრიარქის პანაშვიდზე გადაადგილების მსურველებისთვის

იმერეთის რეგიონიდან კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს პანაშვიდზე გამგზავრების მსურველებისთვის უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან თბილისში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის პანაშვიდზე გამგზავრების მსურველებს, 21 მარტს უფასო ტრანსპორტი მოემსახურებათ.

ავტოტრანსპორტი გავა დილის 09:00 საათზე, ყოფილი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: 555 40 07 37;  598 35 50 77

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, რეგიონებიდან თბილისში გამგზავრების მსურველებისთვის უფასო ტრანსპორტი დაინიშნა.

21 მარტს, შაბათს, დილის 9:00 საათზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მობილიზებული იქნება სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც უსასყიდლოდ უზრუნველყოფენ მოქალაქეების ზესტაფონიდან თბილისში გამგზავრებას.

ასევე, 22 მარტს, 7:00 საათზე, ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძართან მობილიზებული იქნება სატრანსპორტო საშუალებები დაკრძალვაზე წასვლის მსურველთათვის.

თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან თბილისში,   სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პანაშვიდთან დაკავშირებით,

21 მარტს, შაბათს, დილის 10:00 საათზე,  მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მობილიზებული იქნება სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც უსასყიდლოდ უზრუნველყოფენ მოქალაქეების  თბილისში გამგზავრებას.

ასევე ავტოტრანსპორტი გავა დილის 10:00 საათზე, მერიის  შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან.

დეტალებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მერის მოადგილე

მირზა ქოჩიაშვილს - 577390560

ბაღდათის  მუნიციპალიტეტიდან თბილისში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის პანაშვიდზე გამგზავრების მსურველებს, 21 მარტს უფასო ტრანსპორტი მოემსახურებათ.

ავტოტრანსპორტი გავა დილის 06:00 დან მერიის მიმდებარე  ტერიტორიიდან.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: 577400021. 551156995.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილი  სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით და  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით,  უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის პატივსაგებად,  შაბათს, 21 მარტს,  12:00  საათზე,  ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან, ასევე, “ტორპედოს" სტადიონის მთავარ შესასვლელთან არსებული ავტოსადგომიდან,  თბილისის სამების ტაძრის მიმართულებით გავა ავტობუსები. მგზავრობა იქნება უფასო.

გუშინ, 18:02
უკან დაბრუნება