ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელს ახალი მიმართულება დაემატა.
როგორც ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელი ეტაპობრივად ფართოვდება.
„ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში უკვე 12 მიმართულება მუშაობს, რაც მოქალაქეებს გადაადგილებას მნიშვნელოვნად უადვილებს. ჩვენი მიზანია, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზარდოს და მაქსიმალურად მოვერგოთ მოსახლეობის საჭიროებებს“, - განაცხადა მერმა.
მინიციპალური ტრანსპორტი სოფელ ფონადან სოფელი წიფის გავლით, სოფელ მოლითის რკინიგზის სადგურამდე იმოძრავებს.
მგზავრობის ღირებულება 0.50 ლარით განისაზღვრა. ტრანსპორტი ყოველდღე, შაბათის გარდა იმოძრავებს.
მოძრაობის გრაფიკი:
ფონა – წიფა – მოლითის რკინიგზის სადგური
07:30 სთ
17:30 სთ
მოლითის რკინიგზის სადგური – წიფა – ფონა
09:00 სთ
19:00 სთ