ტყიბულის მუნიციპალიტეტი მერმა, დავით კუბლაშვილმა თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, მერმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს სოფელ კურსებში სტიქიის ზონაში ამ დროისათვის არსებული ვითარება გააცნო და დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.
“მეწყრული პროცესების გამო სიტუაციის შეფასება ჯერჯერობით კვლავ შეუძლებელია. გეოლოგები სისტემატურად მუშაობენ ადგილზე და შეისწავლიან მიმდინარე პროცესს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს და უაღრესად მნიშვნელოვანია დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თითოეული თქვენგანის როლი, გამოჩენილი მაღალი პასუხისმგებლობა და მათ საჭიროებებზე დროული რეაგირება”, -აღნიშნა დავით კუბლაშვილმა.
მეწყრის შედეგად დაზარალებული 45 ოჯახი ამ დრომდე ტყიბულისა და ქუთაისის სასტუმროებში რჩება. საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.