TOP-NEWS.GE / რაზე ესაუბრა ხარაგაულის მერი საკრებულოს უმრავლესობის წევრებს?

რაზე ესაუბრა ხარაგაულის მერი საკრებულოს უმრავლესობის წევრებს?

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე და მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტების ეფექტიან დაგეგმვასა და სამუშაოების მაღალი ხარისხით შესრულებაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების წარმატებით განხორციელება, ასევე მოსახლეობასთან მუდმივი და აქტიური კომუნიკაცია ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტში დაგეგმილი თითოეული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და თემის პრიორიტეტებს უნდა ეფუძნებოდეს.

13-03-2026, 15:42
უკან დაბრუნება