TOP-NEWS.GE / სოფელ კურსებში სტიქიით დაზარალებულებს ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ

სოფელ კურსებში სტიქიით დაზარალებულებს ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ

მეწყერის შედეგად დაზარალებულ ტყიბულის სოფელ კურსების მოსახლეობას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. 45 ოჯახი, დაახლოებით 106 ადამიანი ქუთაისსა და ტყიბულში მდებარე სასტუმროებში არიან გადაყვანილი.

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას განუმარტეს, ამ დროისთვის სოფელში გეოლოგები მუშაობენ. რადგან სოფელში მეწყრული პროცესი კვლავ აქტიურია, აღნიშნული ფაქტორი ტერიტორიაზე სპეციალისტების გადაადგილებას ართულებს. 

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ყველა უწყება სრულ კოორდინაციაშია ერთმანეთთან და ამ დროისათვის ხელისუფლების ამოცანას მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნასთან ერთად, მათი საყოფაცხოცრებო და სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება წარმოადგენს.

სოფელ კურსებში 12 მარტს, გამთენიისას განვითარებული მეწყრული პროცესის შედეგად 10 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. სოფელში მუშაობს საგანგებო შტაბი. უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილია ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა. 

13-03-2026, 13:52
უკან დაბრუნება