საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ტყიბულში, მეწყრული პროცესების გამო შექმნილ საგანგებო შტაბში სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან მოისმინეს.
უსაფრთხოების მიზნით მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია მოხდა. ისინი დროებით სასტუმროებში არიან განთავსებული და სრულად უზრუნველყოფილი არიან პირველადი საჭიროების ნივთებითა და მედიკამენტებით.
მეწყრის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაინგრა.
სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო შექმნილი საგანგებო შტაბი მუშაობას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს.