ტყიბულის სოფელ კურსებში განვითარებული მეწყრული მოვლენების შემდეგ, ადგილზე საგანგებო შტაბი შეიქმნა. სტიქიის ზონაში იმყოფებიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ქუთაისსა და ტყიბულში მდებარე სასტუმროებში უკვე გადაანაწილეს სოფელ კურსებიდან გადმოყვანილი 104 ადამიანი.
სოფელში, სადაც მეწყრული პროცესები გამთენიისას განვითარდა, იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მუშაობენ გეოლოგები. უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილია ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა.
მეწყერმა სოფელში 5 საცხოვრებელი სახლი დაანგრია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
