TOP-NEWS.GE / სოფელ კურსებში საგანგებო შტაბი შეიქმნა

სოფელ კურსებში საგანგებო შტაბი შეიქმნა

ტყიბულში საგანგებო შტაბი შეიქმნა. უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილია ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში, გამთენიისას მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად  5 საცხოვრებელი  სახლი დაინგრა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.  მეწყრული ზონიდან  38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებული არავინაა. დაზარალებული ოჯახების სასტუმროებში განთავსებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი და  მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მეწყრულ ზონაში მობილიზებულია  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის სახანძრო-სამაშველოს ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.

გუშინ, 13:08
უკან დაბრუნება