ამბროლაურელი მოკრივე ანჟელა მომცელიძე საერთაშორისო ტურნირის პრიზიორია.
ლატვიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, ანჟელა მომცელიძემ წარმატებით იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჯამში, საქართველოს ნაკრებმა 11 მედალი მოიპოვა, მათ შორის-5 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.