TOP-NEWS.GE / ქუთაისში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიხსნა

ქუთაისში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიხსნა

 ახლად რეაბილიტირებულ ქუთაისის მეთერთმეტე სპორტულ სკოლაში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის იმერეთის რეგიონული თამაშების საზეიმო გახსნა გაიმართა. 

მონაწილეებს წარმატებები უსურვეს ქუთაისის მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიენების წარმომადგენლებმა. 

ტურნირი დღეს ორ სახეობაში- კალათბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში მიმდინარეობდა. მონაწილეობდნენ მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული გუნდები, ჯამში  216 მოსწავლე.

კალათბურთში ვაჟთა შორის 23-ე საჯარო სკოლა გახდა გამარჯვებული. 23-ე სკოლის გოგონათა გუნდმა გამარჯვება არავის დაუთმო და პირველ ადგილზე გავიდა. 

მაგიდის ჩოგბურთში ვაჟთა შორის ჩემპიონი ზესტაფონის მე-7 საჯარო სკოლის გუნდი გახდა. გოგონებში ბაღდათის რაიონის სოფელ ხანის გუნდმა გაიმარჯვა. 

დღევანდელი დღის პრიზიორები:

 კალათბურთი- ვაჟები:

2.ჭიათურის N1 საჯარო სკოლა;
3.საჩხერე, საირხის საჯარო სკოლა.

🏀 კალათბურთი გოგონები:

2.ვანის N2 საჯარო სკოლა;
3.საჩხერე, ქორეთის საჯარო სკოლა.

🏓 მაგიდის ჩოგბურთი ვაჟები:

2.ჭიათურა, ქცაციხის საჯარო სკოლა;
3.ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა.

🏓  მაგიდის ჩოგბურთი გოგონები:

2.საჩხერე, გამოღმა არგვეთი;
3.ჭიათურა, ნავარძეთის საჯარო სკოლა.

გამარჯვებულები დასავლეთ საქართველოს ზონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის 7 სახეობაში და მხიარულ სტარტებში ტარდება.

6-03-2026, 01:23
უკან დაბრუნება