TOP-NEWS.GE / უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ მამუკა კეკელიას ცხედარს მშობლიურ ქალაქ ტყიბულში ჩამოასვენებენ

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ მამუკა კეკელიას ცხედარს მშობლიურ ქალაქ ტყიბულში ჩამოასვენებენ

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ მამუკა კეკელიას ცხედარს მშობლიურ ქალაქ ტყიბულში ჩამოასვენებენ.

“როგორც იცით, ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ღირსეული ადამიანი, მამუკა კეკელია იბრძოდა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა. იბრძოდა უამრავი ადამიანის უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის. 

ცხედარის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა, რაც ძალიან რთული და მძიმე გადასატანი იყო ოჯახისთვის, თუმცა ხვალ, დიდი მოთმინებისა და გამძლეობის შემდეგ, 18:00 საათზე, თბილისში ჩამოასვენებენ, შემდეგ წამოიყვანენ ტყიბულში, დაახლოებით, 23:00 -სთ-ზე უკვე მშობლიურ ქალაქში იქნება. 

გთხოვთ, დავხვდეთ ღირსეულად, რამდენადაც მას შეეფერებოდა, მისი სიმამაცე და თავგანწირვა უდაოდ იმსახურებს პატივისცემას. 

დაკრძალვა სამშაბათს, 14:00-საათზე.

გმირები არ კვდებიან! მარადიული ხსოვნა და დიდება გმირებს,”-წერს ტყიბულის მკვიდრი იზაბელ მოდებაძე. 

5-03-2026, 17:39
უკან დაბრუნება