TOP-NEWS.GE / ხონში გამორჩეული ხონელის, ექიმის და საზოგადო მოღვაწის მათე ბახტაძის მემორიალური დაფა გახსნეს

ხონში გამორჩეული ხონელის, ექიმის და საზოგადო მოღვაწის მათე ბახტაძის მემორიალური დაფა გახსნეს

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, აკაკი გოფოძემ, გამორჩეული ხონელის, ექიმის და საზოგადო მოღვაწის მათე ბახტაძის მემორიალური დაფა გახსნეს.

„მათე ბახტაძე იყო თავისი ქვეყნისა და მშობლიური კუთხის პატრიოტი, დახვეწილი და გამორჩეული ინტელიგენტი. მან თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა მშობლიური ხონის წინსვლასა და განვითრებას მიუძღვნა.  ამიტომ, მნიშვნელოვანია მომავალმა თაობებმა იცოდნენ ამ ღირსეული პიროვნების შესახებ და სამაგალითოდ გაიხადონ მისი ბიოგრაფია,”- აღნიშნა ლადო ჯურხაძემ.

მათე ბახტაძე 1934 წელს გარდაიცვალა. იგი ხონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში არის დაკრძალული. 

ღონისძიებას, რომელიც  საზოგადოება “ხონელი”-ს ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სასულიერო პირები, ექიმები, კულტურის სფეროს სპეციალისტები, პედაგოგები, დამსახურებული ხონელები  და სხვა დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

5-03-2026, 17:15
უკან დაბრუნება