ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი ლევან გერსამიას სახელობის კულტურის სახლში, დედის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი მომღერლები და ფოლკლორული ანსამბლები: შოთა და პავლე რამიშვილები, ანდრია ხურციძე, გუჯი ძაგნიძე, ვახო ძაგნიძე, ზაზა გოგაბერიშვილი, მარიამ დიაკონიძე, ბარბარე კვირიკაძე, ქორეოგრაფიული ანსამბლები- „ახალი ერა“ და „ინსპირაცია“.
კონცერტი ვანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და კულტურული ღონისძიებების მართვის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები-გოჩა ჭუბაბრია და ვლადიმერ ხელაძე, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძე.