შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა საჩხერე-ონის მიმართულებით დილიდან, თოვლის საფარისგან ინტენსიურად იწმინდება.
გზაზე უსაფრთხო გადაადგილების მიზნით იყრება ქვიშა-მარილის ნარევი.
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-209) საჩხერე(სარეკი)- უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.