TOP-NEWS.GE / ქუთაისში, ჭალის დასახლების მიმართულებით მიკროავტობუსი სატესტო რეჟიმში იმუშავებს

ქუთაისში, ჭალის დასახლების მიმართულებით მიკროავტობუსი სატესტო რეჟიმში იმუშავებს

ქუთაისში, ჭალის დასახლების მიმართულებით,  დროებით სატესტო რეჟიმში, ახალი სვლაგეზი - № 37ა მარშრუტი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ შპს “ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია” ავრცელებს.

“შპს ‘’ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია” გაცნობებთ, რომ  № 37ა მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალება  იმოძრავებს  განსაზღვრული სვლაგეზის მიხედვით:

ვარლამიშვილის მოედანი - დავით და კონსტანტინეს ქუჩა - ლესელიძის ქუჩა - ავალიანის ქუჩა  -  კრილოვის ქუჩა - გუმათჰესის მარცხენა სანაპირო - მწვანეყვავილას ქუჩა - გუმათჰესის მარცხენა სანაპირო - კრილოვის ქუჩა - ავალიანის ქუჩა - ლესელიძის ქუჩა - დავით და კონსტანტინეს ქუჩა - ვარლამიშვილის მოედანი,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

24-02-2026, 16:48
უკან დაბრუნება