TOP-NEWS.GE / დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლა ახალი საკონცერტო პროგრამით იმერეთის მასშტაბით ტურნეს იწყებს

დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლა ახალი საკონცერტო პროგრამით იმერეთის მასშტაბით ტურნეს იწყებს

ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალი - გ. დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლა  ახალი საკონცერტო პროგრამით იმერეთის მასშტაბით ტურნეს იწყებს.

პირველი საჩვენებელი კონცერტი სკოლამ  ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალფუნქციურ ცენტრის დარბაზში გამართა. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ სკოლის საკონცერტო ჯგუფები ქორეოგრაფიული და ფოლკლორული მიმართულებით.

კონცერტს დაესწრნენ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გორდელაძე, იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები, მოადგილეეები და კულტურის სამსახურის უფროსები, გაერთიანების მმართველი ვაჟა ჯუღელი. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის  ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.

გ. დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლა  ქუთაისში ნაჩვენები საკონცერტი პროგრამით 2026 წლის მანძილზე იმერეთის  თერთმეტივე მუნიციპალიტეტს ესტუმრება. პროექტის მხარდამჭერია  იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

კონცერტების განრიგი: 

☑️23 თებერვალი

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

დას: 19:00 საათი

☑️9 მარტი

ვანის მუნიციპალიტეტი

დას: 19:00 საათი

☑️24 მარტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

დას: 19:00 საათი

☑️20 აპრილი

ხონის მუნიციპალიტეტი

დას: 19:00 საათი

☑️27 აპრილი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

დას: 19:00 საათი

☑️4 მაისი

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

დას: 19:00 საათი

☑️11 მაისი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

დას: 19:00 საათი

☑️25 მაისი

ტყიბულის მუნიციპალიტეტი

დას: 19:00 საათი

☑️8 ივნისი

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

დას: 19:00 საათი

☑️22 ივნისი

საჩხერის მუნიციპალიტეტი

დას: 19:00 საათი

☑️29 ივნისი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

დას: 19:00 საათი.

17-02-2026, 16:14
უკან დაბრუნება