TOP-NEWS.GE / ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩის ნაწილი დაკეტილია

ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩის ნაწილი დაკეტილია

ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე, “ჭალას” დასახლებაში, ქვათაცვენის შედეგად  ჩამოშლილმა კლდის ფერდმა  საავტომობილო გზის ჩაკეტვა გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფიჩხიის მაჟორიტარი დეპუტატი მარეხ ნიჟარაძე იმყოფებოდა, რომელიც არსებულ მდგომარეობას გაეცნო და ადგილობრივებს გაესაუბრა.

რამდენიმე დღეში, აღნიშნულ მონაკვეთზე  სპეციალისტების მიერ მოხდება კლდის მასივის შესწავლა, ხოლო გეოლოგიური დასკვნის შემდეგ  დაიწყება გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მოსახლეობა ამ დროისთვის ალტერნატიული გზით გადაადგილდება. 

12-02-2026, 19:27
უკან დაბრუნება