ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე, “ჭალას” დასახლებაში კლდის ფერდი ჩამოიშალა. შემთხვევა 11 თებერვალს, გვიან ღამით მოხდა.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, საშიშროების დონიდან გამომდინარე, საპატრულო პოლიციამ გზის აღნიშნული მონაკვეთი გადაკეტა.
“მოსახლეობას გადაადგილება შეუძლია ალტერნატიული გზებით. გზის ამ მონაკვეთზე, გეოლოგიური დასკვნის მიღების შემდეგ, დაიწყება გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები. მერიის შესაბამის სამსახურს უკვე დაწყებული აქვს სარეაბილიტაციო პროექტზე მუშაობა,”-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.