TOP-NEWS.GE / ჭიათურის მერმა ახალი რწმუნებულები წარადგინა

ჭიათურის მერმა ახალი რწმუნებულები წარადგინა

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ ახალი რწმუნებულები წარადგინა: მანდაეთის ადმინისტრაციულ ერთეულში -მიხეილ გოგოლაძე, ნიგოზეთის ადმინისტრაციულ ერთეულში - დავით ჯაფარიძე, ხოლო ქვაციხის ადმინისტრაციულ ერთეულში - გოგა კავთელაძე.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობას, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობასთან შეხვედრები 9 თებერვლიდან დაიწყო. დასახლების საერთო კრებები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ტარდება, სადაც მოსახლეობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს ირჩევს. 

პირველ ეტაპზე ჩატარდება საპროექტო სამუშაოები, რის შემდეგაც დაიწყება პროექტების განხორციელება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები 16 თებერვალს დასრულდება.

მერმა რწმუნებულებს მოუწოდა, აქტიურად ითანამშრომლონ მოსახლეობასთან, უზრუნველყონ შეხვედრების ორგანიზებულად ჩატარება და თითოეული დასახლების პრიორიტეტების მაქსიმალურად გათვალისწინება, რათა პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტები რეალურ საჭიროებებზე იყოს მორგებული.


11-02-2026, 22:10
უკან დაბრუნება